↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს მიწა გქონდეს

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22156 ნახვა

—
ცაა არწივის, გორები ქორის,მინდორში ჩიტებს ბურდღავს მიმინო,შენ შენი გზები მითხარი თორემ,ამ გზებზე ისეც უნდა ირბინო.
საბა-სულხანის ბებერი ტორი,გონიოს კედლებს გზნებად ატყვია,სიცრუის სიბრძნე გაგაჩნდეს თორემ,რა ხმალი დაგცემს ანდა რა ტყვია!?
კლდეზე გაწვება და გააზმორებს,დაღლილი ნისლი იის ბწკლიანი,ეს სიცხე გქონდეს, ეს სისხლი თორემ,აქ ნამიც არის ნაპერწკლიანი.
ღრმას და ღონიერს ჩავყურებ მორევს,ზღვის ზარიანი მეხლება ზვირთი,ეს ზავთი გქონდეს, ეს ჯანყი თორემ,დანარჩენს ისეც ნახავ და იტყვი.
გადმოაგორებს ჭოროხი მორევს,ჭოროხი რჯულით მქუხარე ასე,ეს ღვედი გქონდეს, ეს კვეთი თორემ,რამდენსაც გინდა ნახავ და გასცემ!
ბალახებს, ჟვავებს, წვიმებს და თქორებს,მხოლოდ ალერსი მიიტანს გულთან,ქუსლში ეკალი ფეთქავდეს თორემ,ვარდი წაიღონ რამდენიც უნდათ.
ციხის ნეკნები, ჟანგი და ყორე,მტრის თუ მოყვარის კერძია მუდამ,სულში ვენახი ყვავოდეს თორემ,ღვინო დალიონ რამდენიც უნდათ.
ცაა არწივის, გორები ქორის,შენ გულზე იდებ ღონიერ ხელებს,ეს მიწა გქონდეს, ეს წყალი თორემ,სხვა დანარჩენიც იქნება მერე.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი