↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქუნჩლეში ქარი ქროდა

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22159 ნახვა

—
საქუნჩლეში ქარი ქროდა,ბჟიორები ბოჟირობდნენ ქარში,აბრუებდა ფიცრის ოდასსუნი სხვენქვეშ გამოტანილ ვახშმის.
მამა კვენდღებს წირეხავდა,ლაფაროსთან მობანცალე ბინდში,ძაღლი ნალის ნატეხს ხრავდა,პატრონივით კეთილი და ფინთი.
დედა გოგოს გულს კენკავდამორთული და მოლამუნე ენით.- არ წავყვები, ჭადის მადლმა,ნენი, თავი დამანებე ნენი!
- არა სახლში დაგაბერებ! -ბუხარივით ღუღუნებდა დედა,- ნენი თავი დამანებე! -და ჭიშკართან,ფური ჩრდილებს ფლეთდა.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი