↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალის განა მოტყუება

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22154 ნახვა

—
რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე,ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე!
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს,გქონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა იცოდე!ბზინავს. მაგრამ ნება-ნება,მზეზე სკდება ყავარი,ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი.ასავსავებს ბრბო შავ ხელებს, მიეთით და მოეთით,ქალი რჩეულ სისულელეს უჩუმდება ყოველთვის.დაივიწყე თუ ოდესმე მისგან რამე გტკენია,ქალმა უნდა გააჩაღოს კერიაც და გენიაც.ქალმა უნდა შეაჩვენოს ვინც სიზმარში ბოროტობს,ქალმა უნდა დაგვცინოს და დაგვიტიროს ბოლო დროს.თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს,გქონდეს მამრის ძლიერება, ქალი უნდა იცოდე!
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი