↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პალატა №24

ჯაყელი ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი343 ნახვა

—
ამ პალატაში პოეტი მოკვდაგული ტკიოდა წრფელი და სავსეამ პალატაში პოეტი მოკვდადა დაეფურცლა გვირგვინი თავზე.
და ყველაფერი დამთავრდა ამითთავისი მაინც არ დაიცალაარა თუ დღისით, არა თუ ღამით,რაღაც სხვა დროით გარდაიცვალა.
თეთრი ყვავილის, თეთრმა ფიფქებმა,თეთრ მდუმარებას სულში ათოვა.მან მიატოვა ხვალზე ფიქრებიდა თავისთავიც მან მიატოვა.
და მოსახდენი, რაც იყო, მოხდა,იმ მაღალი და ცისფერი წამით.ამ პალატაში პოეტი მოკვდადა ყველაფერი დაიწყო ამით.
1982
ჯაყელი ჯემალ

ჯაყელი ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი