პოეზია · ლირიკა
უკვდავების წყაროსავით
აკიაფდა თვალი მარჯნის,ისმენ წყაროს ანცობებს.ჰორიზონტის ყვავილნარშივარსკვლავები წაწლობენ.
მიწა მწირის ჯვალოსავითთბილია და უბრალო.შენ ხარ ჩემი სალოცავი,იისგულა უფალო.
რა ჩონგური, რის გიტარა(ხმა გაკმინდეს მერცხლებმა), _სიჩუმეა იმისთანა,გალობისა შეგრცხვება.
სადღაც _ ცეცხლი მობრიალე,ხმა სივრცეში გავიდა.მთვარის ოქრო მოწკრიალებსღრუბლის თეთრი ღარიდან.
მიწა მწირის ჯვალოსავითთბილია და უბრალო.შენ ხარ ჩემი სალოცავი,უკვდავების წყაროსავითგეწაფები, უფალო.