↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყაზალები (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

დეჰლევი ხოსრო

2026-07-182 წთ საკითხავი191 ნახვა

—
ო, რა იქნება, სატრფომ მომიხმოს,ო, ნეტავ სახლის კარი გამიღოს,გამიზაფხულოს ეს შემოდგომადა მერე ბაღის კარი გამიღოს.ჭაბუკი ვიყავ, სატრფოს ვენდე დამოხუცი კვლავაც მას ვემონები,ოღონდ ერთხელაც გავახსენდე დამე, თმენით დაღლილს, კარი გამიღოს.ჩემო თვალებო, ცრემლები ღვარეთ,ცრემლით დაბრმავდით, ჩემო თვალებო,გამოიხედოს მან ეგებ გარეთდა თვალებდათხრილს კარი გამიღოს.ამდენი ეჭვით გული დაოსდა,მაინც არ ვიცი, რა ბედი მელის,ან იმედის ბჭე დამიგმანოს დაან სივაგლახის კარი გამიღოს.მაგრამ ვაგლახ, თუ ტრფიალს არ იხდენსდა ასე მარტომ უნდა იაროს,სამარის კართან უნდა დამიხვდესდა მე, ვაგლახ, ის კარი გამიღოს?!ამაო ფიქრთა ზღვარს გადავედი,რისთვის ვიმრავლებ ნეტავ კაეშანს?ხ ო ს რ ო, ვინ მომცა მე იმის ბედი,სატრფომ რომ სახლის კარი გამიღოს.* * *ღამის ნიღაბი რომ შორდება დღის ნათელ სახესდა დედამიწა ალიონზე თვალებს რომ ახელს,ცისკრის ნიავი დაქრის მაშინ ცის ტატნობზე დააღმოსავლეთის ლამაზმანის სიტურფეს ამხელს.მე მშურს იმ კაცის, სატრფოსთან რომ ხვდება განთიადსდა ვნებით მთვრალი რომ ივიწყებს გამჩენის სახელს.ჰე, მერიქიფევ, რად არ მნახავ მუდამ სევდიანს?რატომ არ მისხამ ჯამში ღვინოს, სევდისგან დამხსნელს?დღეს, ვით ყაყაჩო, ცარიელი ჯამით ვდგავარ დაღვინოზე ფიქრი ჭკუას მიმღვრევს და თავბრუს მახვევს.ამ განთიადზე ხელით დააქვს გული ხ ო ს რ ო ს დამწარედ დასტირის მარტოობის ვაების მნახველს.* * *დოქი დაიცალა, ღვინო დაილიადა მაინც არა ვარ მთვრალი მე,მაშ, გულო, შემასვი მე შენი სისხლი დადამითვრე ხორცი და ძვალი მე.მაჯნუნის კვნესა და შეშლილი ძახილიარვის რომ არ სურდა ესმინა,დღეს ყველა მიჯნურის სიმღერად იქცა დაგამიგნო ლექსებში კვალი მე.ღმერთო, სიყვარულის სასჯელიც მეყოფა,შენ აღარ დამსაჯო ფიქრებით,იქ, სადაც უგონო სიბრმავე მეუფებს,რას მარგებს გონების თვალი მე?მე სატრფოს ვერ ვხედავ და სატრფო კი არა,დღეს მასზედ ოცნება მაცოცხლებს,ჩემი მზე ჩაქრა და სანთელიც არა მაქვსდა მათბობს ოცნების ალი მე.ხ ო ს რ ო, რად გეგონა, სიზმრად რომ ჰპოვებდიშენ ცხადად დაკარგულ გულისსწორს?შენ ძილიც დაკარგე და სიზმარს სად ნახავ?!ვაიმე, სიზმრებო, ვაიმე!

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი