↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლოს გარდა

კაჭახიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი178 ნახვა

—
ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება, -მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.
ჯერ ვარსკვლავების ასე შემკრებისხვა ცაფირუზი მე არ მინახავს;არ მომივლია უცხო ქვეყნები,არც ოკეანე გადამილახავს.
თითქოს ბავშვი ვარ, თმათეთრა ბავშვი,თითქოს ვაზი ვარ, ჭიგოს ჩაკრული,წინანდლის ზვარში, ვარციხის ზვარშიხელმადლიანი კაცის ჩარგული.
ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება, -მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი