პოეზია · ლირიკა
და მიაქვს ქართლი შენზე ოცნებას
მე ჩემს ნაღველთან დავრჩები მარტოდ.შენ _ შენს ტკივილთან მარტო დარჩები.რომ არ აივსოს ქალაქი ჭორით,გარემოების ჩარჩი ლაჩრებით...მაგრამ შენი ხმა, სხვა ხმაზე ურჩი,როგორ მოიწევს, მხრებზე მეხვევა,ლურჯ-იისფერში ლღვება ცისფერი,გადაწინწკლული სულზე შხეფებად...მე შენ მჭირდები, მაგრამ დუმილივერ ბედავს ძახილს, ვრჩები გვემულიდა მიაქვს ქართლი შენზე ოცნებასყაყაჩოებით აალებული...