↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვალხატულა

ლაფაჩიშვილი დათო

2013-05-121 წთ საკითხავი174 ნახვა

—
მომიტაცე, დამატყვევე, მომრთე ნაირფერებით,სიჭაბუკე დამიბრუნდა, მოვალ, მოგეფერები.დავდივარ და თან დამყვება ეშხი შენი თვალისა,სიცოცხლეა, საყვარელო, თრთოლვა სავსე ტანისა.შენი მკერდის ოქროსფერი, ანთებული ალებად...პატარძალო, ლალისთვალო, ქარი გენანავებასილამაზის სიმფონიავ, აკინძულო ლექსებად,თვით ალერსო, ბაგე-ტკბილო, ქარი გეალერსება.გიყურებდი მალვით, რიდით და უღვინოდ ვთვრებოდი,თვალხატულავ, პირველობას თვით მზეს ეცილებოდი...საწნახელში ჩასაყრელად ნეტავ ვინ გაგიმეტა?იქაც იქეც ქორწილის და ჭირისუფლის იმედად!როგორ შესძელ ყოფილიყავ მეგობარ-მეინახე,ასე ნაზმა, საქართველო როგორ შემოინახე.ნინოწმინდას წმინდა ხელით ვაზო, ჯვარად ქცეულო,მადლიანო, ჯვართან ერთად, რწმენად გადაქცეულო,გამიხსენით ეს ზედაშე, სასწაულის მპყრობელი,დე, ისმოდეს საუკუნოდ შენი საგალობელი!...

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი