პოეზია · ლირიკა
* * * "ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის"
ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს,მივდივარ შენგან, ბალდახინით შევიბურები,საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს,შენ შემოგწირავ, რათა დასძღენ შენი ყურებით.ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს,ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით,საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე,რადგან ძვირფასო, აქ მიწაზე შენ იმყოფები.და კვლავ დასთქვან პაემანი ერინიებმა,ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი,წავალ, წამყვება საშინელი მონანიებადა გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი.ვერ დაგვაშორებს აქერონის შლეგი ტალღები,სულ იფხიზლებს თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე,სულეთის მგზავრნი, ანგელოსებს ჩვილი ბალღებიდავაშრობთ ლეტოს, დავიწყების წყეულ მდინარეს.