↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "რა მიყვარს?"

სანაძე კორნელი

2014-05-121 წთ საკითხავი360 ნახვა

—
რა მიყვარს? _ ჩემი ზვიადი მთები,ჩემი ქვეყანა მზით მონანავე,წიფლების ძირში ლურჯი იები,მზის ამოსვლისას თვალს, რომ ნაბავენ.მიყვარს ტატნობი, ტბაში ვერხვები,განთიადების იდუმალება,მთებში ჯანღი რომ შემომეხვევადა მოლაღურის მესმის გალობა.მიყვარს წყარონი, მოცქრიალენი,წისქვილის როკვა, კაკბის კაკანი,ღრუბლები ცაზე მოციალენი, _დედის მძებნელი თეთრი ბატკანი.დავდივარ, დავალ ბედის მხატვარი,შევნატრი ამ ველთ, ამ ქედებს, ამ ცას,ტილოს გავანდობ გულში ნატარებს,ჯერ რომ დავხატო და მერე დამწვას.
სანაძე კორნელი

სანაძე კორნელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი