პოეზია · ლირიკა
ემიგრანტთა სევდა
მითხარი რომ თბილისის ცა ლურჯიამითხარი რომ იქ სიცოცხლე ღირდათორემ სული სევდით ისე დამძიმდააღარც ვიცი აბა როგორ გითხრა;რომ მნათობნი ღამით ციდან ცვიოდნენმე კი ნატვრაც ვერ ჩავუთქვი რატომ...ნუთუ მართლაც უსუსური ბუჩქი ვარდა ფიფქები სევდასავით მათოვს.
მითხარით რომ სიყვარული არსებობს,მითხარით რომ თავს სწირავენ სხვისთვის,უსამშობლოდ გული ისე გაცივდაარ დავიხევ უკან არაფრისთვის.ოღონდ აზრი ქონდეს ყოფნას ქვეყნადასეთი დღის გათენებას ველი,ალიონზე მხოლოდ მისთვის ავდგეთრომ ვიღაცას გავუმართოდ ხელი.მითხარით რომ მართალია ყველა,რომ ამქვეყნად მარტოდმარტო ვცოდავ,მითხარით რომ შეიცვალა რაღაცთორემ ყოფნა მინდა ქვეყნად აღარ.მესაუბრეთ სიკეთეზე ქვეყნისშემახედეთ როგორ უყვართ ღმერთი,მომიყევით ქართველებზე რამეგამახარეთ თუნდაც ერთი ღამე...უცხოეთის ცის ქვეშ ვნახე სევდასულ სხვა არის მთაწმინდაზე ღამე,გამიმრთელეთ დასერილი გულიქართველებზე მომიყევით რამე!!!!!!