↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "კაბად გეცვა გაზაფხული"

თაბუკაშვილი რევაზ

2015-06-121 წთ საკითხავი1229 ნახვა

—
კაბად გეცვა გაზაფხული, თმებში თვლემდნენ ენძელები,მაცხუნებდნენ მზის და შენი წამწამები,მივდიოდით მთებში გადახვეწილები,ცამდე ასულ სიყვარულით ნაწამებნი.გამებუტე. ვიწრო ხიდზე გავდიოდითდა ზვირთებში გადაგვაგდე მე და ჩემი ტრფიალება,თანაც კენჭი მოგვაყოლე ათიოდე...და წამიღო ტალღის წყალქაფიანებამ.და მას შემდეგ ბევრი წელი გავაცილედა ჟღურტულა გულენძელა გოგონებმაბევრი მტანჯეს მაქვითინეს და მაცინეს...ეხლა ისევ მომენატრა მხოლოდ შენი მოგონება.წავალ იქნებ ძველი ხიდი ცოცხალია,გადავხტები რომ წამიღოს ტალღის წყალქაფიანებამ,გადავხტები მაცხოვარი მოწყალეა,მომაგონებს ჩემს უმანკო ტრფიალებას.
თაბუკაშვილი რევაზ

თაბუკაშვილი რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი