პოეზია · ლირიკა
შენი მშვენება
ისევ შორს მიჭრის თვალთა ისარი,კვლავ ჩემსკენ არის ღმერთი,ზოგ ქვეყანაში ჩემი ხნისანებსმოხუცებული ეთქმით.სიმწარე მოაქვთ მათ დღეებს დათვლილს,ჟამი რბის გულთა რბევით,სამოცი წელი ნატვრაა მათთვის,სამოცდაათი _ ბევრი!..მე კი ბიჭურად ვაცეცებ თვალებს,ყრმობის ჯავარი მომდევს,კვლავ მკერდზე ვიკრავგაბადრულ მთვარეს,ვით სიჭაბუკის ორდენს.სამოცი წელი რა არის ჩემთვის?! _შუადღე არის ცხელი,გული მიუვალ მწვერვალებს ელტვის,დარახტული მყავს ცხენი.ჩემო ქვეყანავ, ეს რა ჯადო გაქვს,რა თილისმა და ხვითო,არწივს მთებიდან ცეცხლი გადმოაქვსდა სულში გვაღვრის სითბოს.ციდან გვიგზავნი რა მზეს, რა ფერებს,მიწით სიხარულს ბადებ,შენი მშვენება გვიან გვაბერებს,შენზე დარდი გვკლავს ადრე.