↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩიტი ნიშნს მიგებს:-ფაფუ!

ნეფარიძე ჯიბო

2016-06-121 წთ საკითხავი265 ნახვა

—
ვინ იფიქრებდა, ვინ მოელოდაჩემს ამგვარ ტანჯვა-გოდებას –გაბმულს.უცნობ შვილიშვილს საქართველოდანგიხმობ, გეძახი, სადა ხარ, ბაბუ?როცა დავცქერი შენს ღვთიურ ფოტოს,გული პოულობს ტკივილის სალბუნს.ეზოში ყველა ვარდსა და ფოთოლსვკოცნი, თითქოს შენ გკოცნიდე, ბაბუ!როდესაც ბალიშს გამოვფენ დილით,მონატრებული ცრემლებით ნამულს;გამახსენდება სიზმარი, – ტკბილიდა ყვავილებში დაგეძებ – ბაბუ!ვერ გპოულობ და ჩიტი ნიშნს მიგებს:– ვერ ნახავ ცხადში, გაფრინდა, ფაფუ!..ვღონდები და ვთხოვ არსთა გამრიგეს:– სიზმარში მაინც გხედავდე– ბაბუ!ოდესმე მაინც, ფრთებს გაშლი როცა,გამოსდგომოდე შენს ტანჯულ მამულს.შორს უცხოეთში ამ ლექსით გლოცავსშენი უცნობი პოეტი– ბაბუ!

ნეფარიძე ჯიბო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი