პოეზია · ლირიკა
თამარიე გათხოვდა
სევდიანი სიმღერა ისმის: – რერა, რაშოვდა,თამარიე გათხოვდა, თამარიე გათხოვდა!მაშინ გადასხვაფერდა, თვალი თვალს რომ დაშორდა,ჩემი ცხენი ოჩნობდა, სხვისი ცხენი რაშობდა.გაგანია სიცხეში გაწვიმდა და გათოვდა,თამარიე გათხოვდა, თამარიე გათხოვდა!!!