პოეზია · ლირიკა
პოეტებზე ფიქრებიდან
პაოლო იშვილის,ტიციან ტაბიძის ხსოვნასგული სულ მწყდება, რომ არ გიცნობდით,თქვენთან ერთხელაც ვერ ვიქეიფე,ავჭალაში კი მწვადი იწვოდადა ქარი შლიდა ღრუბლის შლეიფებს.დუქნის წინ მდუღარ არყის ქვაბიდანმოწანწკარებდა ცხელი არაყი,ყვითელი ფერის ღრუბლის ქაფიდანცას ედებოდა მთვარის ვარაყი.გამთენიისკენ ტყვიაც წიოდა,ღამე სიკვდილით იყო საშიშიდა ტანში ღვარად შემოდიოდაჭაჭის არაყი, როგორც ჰაშიში.გამოსავალი არსად არ არი –გარდა ცივ მტკვარში თავის დახრჩობის,სიკვდილს თესავდა ღამის ტრამალიდა ცივი ქარი სროლას ახშობდა.ღამეს უბეში ქვები უწყვია,დარდი მოგგვარათ ძაღლმა მყეფარმა,ჩოფურაშვილის დუქანს ჭუჭყიანსსახავთ დროებით თავშესაფარად.სხვა რამ სადგომი ყველგან მოშლილა,არავის ძალუძს სიტყვის შეწევნა,სიკვდილ-სიცოცხლის ისეთ ომში ხართ,საცაა ტყვია წამოგეწევათ.ყველგან ლანდივით დაგდევთ ლავრენტი,ბევრი გამოდგა სულით გამცემი,ქვეყნის სიყვარულს რახან ავლენდით,აღარ გინდოდათ ცქერა დაცემის.თქვენ კი გიმუხთლეს, თქვენ კი გაგწირეს,სიკვდილის მბრუნავ ბორბალს მიბმული,წაიღეთ ჩემი გულის ნაწილიცდა ვერასოდეს ვერ დამიბრუნეთ.თქვენ ახლაც ჩემი მოვალენი ხართიმ სიყვარულით დაუვიწყარით,სულის სიმები კვლავაც შეირხადარდით ვერაფრით აურაცხავით.გული ტკივილით ძველით კვნესოდა,კუთხე ტიროდა ბებერ ავჭალისდანისპირივით მკერდში გესობათგანაწამები ქრისტეს სამსჭვალი.ჩოფურაშვილის გაქრა დუქანიდა ამნაირი გვარიც აღარ ჩანს,გაქრება ღამე მთვარით მსუქანითდა სხვაც გაქრება თუ რამ გადარჩა.დარჩებათ მხოლოდ სიტყვა ქართველებს,თუკი ისიც არ გადაივიწყეს,და დარჩენილსაც როცა გვართმევენ,თქვენი სახელით ლაპარაკს ვიწყებ.ცას შერჩენილი ცრემლი ჩამოდისსაუკუნოვან წვიმის წვეთებად,ისევ წამლეკა ამ საღამოთიმამულიშვილთა სულისკვეთებამ.