↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დაგველოცოს დედა ენა ქართული"

პაპიაშვილი თამარ

2003-07-121 წთ საკითხავი756 ნახვა

—
დაგველოცოს დედა ენა ქართულიყოველივე საიდუმლოს სამარე,მე ძეგლი ვარ, მდინარე ვარ, მთა ვარსამშობლოზე მეოცნებე თამარი.ჩუქურთმებით მოხატული ქვა ვარ,გუგუნი ვარ ჩემი ზღვის და ხმელეთის,უსულგულო ისტორიის ხმა ვარ –დედის მკერდზე მოწყვეტილი ჰერეთი.თითქოს უკვე გადავშენდი ძელქვა,თითქოს მუხას მუმლი შემომესია,მე ხომ ერთ დროს საქართველო მერქვადა მწყალობდა ღვთაებრივი მესია.ისევ ტირის აჩეხილი ვაზი,თითქოს ისევ ტამერლანის ცეცხლია,გაყიდული საქართველოს ფასი,ვაგლახ, ისევ ოცდაათი ვერცხლია.მიზიარეთ მშობლიური ჰანგი,იავნანამ იქნებ ისევ რამე ჰქნას.არ მოვშალოთ მამა-პაპის ჩანგი,ვინძლო ისევ საქართველო დამერქვას.ოხვრით აღარ გავისივებთ გულებს,ძველი სიბრძნე დაგვავიწყდა განა?თუ მალამო არ განკურნავს წყლულებს –საჭიროა დასტაქარის დანა!

პაპიაშვილი თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი