პოეზია · ლირიკა
ნიკალას
ქალი ხომ გახსოვთ ხარფუხში,ტერფით კოჭამდე `ხაბარდით~კაბას იცვამდა ატლასის,მამა რომ ჰყავდა `კაკარდით~.ჩამაივლიდა მაედანს,მოკითხვით, სალამ-ქალამით,მიაცილებდა ნიკალა,ტრფობის აფრიან ხომალდით.მერე გამოჩნდა ქალაქში,აქტრისა თავის ქომაგით.ჩამაივლიდა `იარმუკას~ვეერითა და პომადით.დუნია შამოუვლია,`პოროვოზით~ და ხომალდით.თეთრი მკერდების ბრიალით,ფეხებს იქნევდა ფრიალით...დასტრიალებდნენ გნიასითყარაჩოღელიც, კნიაზიც...ნიკალაც იმათ ამქარში,მოისაკლისა ნამკალში.`აუდენციას~ `აქტრისის~ვარდი უსარდლა მაისის.ვარდით მოფინა `აპოლო~-ს`გოსტინიცაც~ და `თეატრიც~.ტურფას შასწირა დუქანიც,საბადებელიც, ხმიადიც.დაეწვას იმას ვუალი,`ანშანტე~, `ორევუარი~,იმ დღიდან ასდის ნიკალას,სუნი ღვინის და მუშამბის.ბედმა არგუნა ცხოვრება,რქამოტეხილი წიქარის,სადაც რომ დაუღამდება,იმისი `ლუქსიც~ იქ არის.მოუხატია გუმანითხარფუხი, ოქროს უბანი...ღვინოა მისი სამხარი,სახლი კი ყველა დუქანი.ახლა პარიზშიც შაიტყვეს,მისი ხელობის მუღამი.დალოცეთ ჩვენი ნიკალა,ამით შენდობა უთხარით.