პოეზია · ლირიკა
იმერეთში
იმერეთში წყევლით გამკოს უნდა,ჭიშკართან რომ დაგინახავს გლეხი,მოთრეულა ვიღაც მაჯლაჯუნა,უი, შენ კი გაგხმობია ფეხი.მერე უცებ ცვლა სახეზე ფერთა,ვარდი ფურცლად ეფინება ბაგეს,`ბეჩა, შენ კი გაგახაროს ღმერთმა,ჩემს ბაკეში მოსული რომ გნახე~.გეგებება, თავს მანდილი შვენის,წინსაფარზე ცომიან ხელს იწმენდს,დაგამშვიდებს გამოხედვა შველის,გულს და ჭიშკარს სიხარულით გიღებს.მიგიღებენ ვით არწივის მართვეს,წესი არის ჩვენს კუთხეში ოდით,მასპინძელი მარჯვენას რომ გართმევს,მარცხენიდან ხაჭაპური მოდის.