პოეზია · ლირიკა
სიბერეს გამოვეპარე
სევდის მონა ვარ, სნეული,არ მელხინება მე ბარემ,სიყმაწვილის კვალს დავეძებ,სიბერეს გამოვეპარე.ხან დედას ყელზე ვეხვევი,ერთად ვართ ღამის თენებით,ხან თეთრი კაბა მაცვია,პეპელას ავედევნები.ნიავს მივყვები ფეხდაფეხ,ხის კენწეროზე ვექცევი,დავისიცხები? მკათათვესჩეროში გამოვექცევი.ხან ორბის ფრთები მასხია,ხან დავალ ხელის კიდებით,მუჭში მოვიქცევ მზის სხივებს,ხან წყაროს გავეკიდები.ვითვლი უთვალავ ვარსკვლავებს,ნეტარ არიან ვისები?შემომკისკისებს ყაყაჩოდა სიხარულით ვივსები.მერე?.. ჭალებსაც ვეწვიე,ულაყს აშლოდა ფაფარი,ცას აყრუებდა ჭიხვინითდილიდან მიუსაფარი,მიწას მობდღვნიდა ფლოქვებითდა ხან კი ყალყზე დგებოდა,მივუალერსე ცვრით ნაკაზმს,ჩემი თქმა გაეგებოდა.მივუხვდი, ვისაც უხმობდა,არსაით ჩანდა მხედარი,ტყე ბუბუნებდა, სულიდანგამოასვენეს ცხედარი.ნისლში დაეშვა სამყარო,მზე დამიბნელდა მე ჭირად,ჩამოვტიროდი თავდაღმართსდა გული ხელით მეჭირა.ჰო, იმას გეუბნებოდი,არ ვლხინობ-მეთქი მე ბარემ,სულს მოვითქვამდი, მეგონა,სიბერეს გამოვეპარე.