↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალვები

ცირამუა ბადრი

2026-07-181 წთ საკითხავი269 ნახვა

—
აშოლტილები და კენარები,დგანან ალვები ქარსაცავებად,ვინ უწყის ასე მაღლებს, რამდენიგამოვლილი აქვთ ტანჯვა-წამება;სპარტელებივით დგანან მწკრივებად,აშოლტილები, ატყორცნილები,დასჯახებიათ ქარნი ყინვებად,მკერდთ გადაუდით ქვეყნის წვიმები.მაინც უდრეკად დგანან და დგანან,მუდამ გვერდიგვერდ, მუდამ მარხულად,ყველა გასაჭირს იტანენ წყნარად,უთქმელად, მშვიდად და ვაჟკაცურად;დაჭიმულები, როგორც სიმები,აწვართულები და კენარები.აშოლტილები, ატყორცნილები,როგორც მცველები დგანან ალვები;სულ მშფოთვარენი, სულ მღვიძარენი,ღამის ნაფლეთებს ყრიან ჩრდილებად,ასე ნაომრებს ნაგვიანევი,რაში სჭირდებათ ჩემგან დიდება.მაგრამ ეს გული აღარ მასვენებს,მინდა ვიცოცხლო მეც მათნაირად, –კენწეროებით ღრუბლებს გასწევენ,ჩამოგიღებენ ღრუბელს დაირად.მზაობ, ასეთი ბედისწერისთვის,რომ იყო ფარი, რაც უფაროა,ხარ ბედნიერი, რადგან ვერ იტყვი,რომ ყველაფერი ეს ამაოა.

ცირამუა ბადრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი