პოეზია · ლირიკა
აკაცია
ვკითხულობდი გალაკტიონს,ჰყვარებია აკაცია,უცებ რითმა დამეტაკა,არც აცხელა, არც აცია.გადამთელა, გადამჯეგა,დამღუპა და დამაქცია,ტრფობის ცეცხლი წამიკიდა,ზედ ცვარ-ნამი დამაქცია.საითაც არ წაუვედი,იქით მხარეს წამაქცია,ამაყენა, მომაბრუნა,სულ სხვა მხარეს გამაქცია.გზად სურნელმა გამაჩერა,რომ აფრქვევდა აკაცია,ვისაც ეს არ დამართნია,ვინ არის და რა კაცია.