↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გამოვალ გარეთ"

არაბული მურთაზ

2026-07-181 წთ საკითხავი608 ნახვა

—
გამოვალ გარეთ, ავყვები რუსთველს,გამინაწილებს მზე თავის სითბოს,ვჩერდები წუთით, გაზაფხულს ვუსმენ,გასული ზამთრის ქარებზე ვფიქრობ.გამოუცნობი სურნელი მმოსავს...ამაღლებულა ოცნება ჩემიამ გაზაფხულის უცაბედ მოსვლას,მოჰყვა სხვა სითბო, სილაღე ვრცელი.ატეხილ ჭალას მოაგავს ქუჩა,აჩქეფებულა სხეულში სისხლი,სამყარო ახლა სხვა რიტმით სუნთქავს,აცეტებული საკინძეს იხსნის.შეცბუნებული შვლის ნუკრის ხილვა,ჰაეროვანი ღვთიური სახე,სითბოთი სავსე ღიმილით მხიბლავს,თან სილამაზის ბურუსში მახვევს.აფეთქებულა ჰაერში სხივი,გაბრუებულა ალერსით მთვრალი,ახალშობილი სინორჩე ყივის,მოჰკიდებია სიცოცხლეს ალი.

არაბული მურთაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი