↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ ნათელი ემატება დღეს

მაჭარაშვილი სოსო

2001-08-121 წთ საკითხავი467 ნახვა

—
არარსებულს არ უწვრთია დიდება,არც სიძულვილს გაუკვალავს გზები,საქართველოს სიყვარული სჭირდებადა სიმაღლის დასაპყრობი Fფრთები!ზენა ქარი ზეცას აუხირდება,ქვენა ქარი ქარაფსა და კბოდეს,საქართველოს ერთგულება სჭირდება,რომ სიცოცხლეს გამართლება ჰქონდეს!როცა ფიქრი რწმენის ბილიკს მიჰყვებადა მერმისი ემსგავსება ედემს,საქართველოს ერთნებობა სჭირდება,რადგან სული უკვდავებას ეძებს!და თუ ბედმა გაღიმება ინება,თუ ნათელი ემატება დღეს,საქართველოს გამრავლება სჭირდება,რომ სხივები დაუდაფნოს მზეს!

მაჭარაშვილი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი