↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელოვანის მხედველი თვალი

სირაძე ჟაკლინ

2001-08-121 წთ საკითხავი173 ნახვა

—
რა მნიშვნელობა აქვს ჩემს სიცოცხლეს,თუ არ არსებობს დიადი აზრი,რისთვისაც ღირს ვიცოცხლო?თუ არსად შეინახავს ღმერთის დიადი მეხსიერებაჩემს არსებობას?თუ მე გავქრები, ვით ყველაფერი ამქვეყნიური?მამაჩემმა თავი მოიკლა, თუ ის მოკლეს?მაგრამ ეს კითხვებიც კი ხანდახან უსარგებლოდ მოსჩანსრადგან უფრო მნიშვნელოვანი ხომ ეს უხმო მუსიკაამუსიკა ჩემში, გამოუთქმელ ცრემლად რომ მოედინება.დაუსაბამო სევდა, სევდა რომ ადამიანი ვარდა ამას ხომ მამაჩემის სიკვდილი შემაგრძნობინებს.ეხლა ჩემი დიდი მეტოქეა კომპიუტერი,ეს ჩემი უსახო ალტერ ეგო?ყველაფერს რომ მაერთებს და ასე მაჩვენებს მსოფლიოსყველა საოცრებასდა ასე უწონადოდ დაეფინება ჩემს ფერხთქვეშ სამყაროს საზრისი.რატომ გაჰქრა მზე? ყვავილები? ფოთლები?ქარიც ხომ სასაცილოა, ის ღმუის,მაგრამ მას აღარ ახლავს პოეზიის ნელსურნელებასამყარო დაცარიელდა, რადგან აღარ არისმხედველი თვალი მას რომ დაინახავს,და შეაფასებს.ვინ მოკლა იგი?

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი