↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხვალ ბზობაა

ბოლქვაძე თამარ

2001-08-121 წთ საკითხავი299 ნახვა

—
ხვალ ბზობაადა დღეს ვიცი,რა გრძნობა მაქვს გულისწყვეტის,რომ ვერ ვტეხე ცოდვის ციხე,ვერ ვილოცე ცოტა მეტი.სინანული მიდგას მწარე,რაც დრო გადის ვნანობ უფრო.ღმერთო, ისე რომ არ მწამდი,როგორც ეკადრება უფალს!...სიამეთა ნაყროვნებამდამიტოვა სული მარტოდა საცთურში ნამყოფ ვნებებსახლა, შენი ნებით ვამტვრევ!ხვალ ბზობაადა დღეს ვიცირა გრძნობა მაქვს,მინდა მოთქმამუხლზე ჩოქვით.მინდა მთელი ძალით რომ ვთქვა:გიხმობ, ღმერთო,ღმერთო, მოდი!ვნანობ ყოველ წამს და წუთებს,ვნანობ სულის ასე შიმშილს.ვწუხვარ, ვწუხვარ, მართლა ვწუხვარ,რომ ბოლომდე გულს ვერ გიშლი...ხვალ ბზობაა,უკვე ვიცი,რა გრძნობააცრემლის წვეთში.მაპატიე, ღმერთო, ის დრო,შენ რომ არ იყავი ჩემში...
ბოლქვაძე თამარ

ბოლქვაძე თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი