პოეზია · ლირიკა
დაბრუნება
თვალებში ვიჭერთ ცოცხალ კალმახებს,მდინარის პირას გავშალეთ სუფრა,უერთმანეთოდ რაც კი რამ ვნახეთ,უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს ვუთხრათ.როგორ გავძელით აქამდე უწყლოდ,სად, ანდა რატომ ვიყავით წინათ,კოკორს კვირტიდან რა ძალა უხმობს,გარეთ მზეა თუ შხაპუნა წვიმა.სისრულისაკენ ყველა მიილტვისდა თევზაობა ჩვენი ხვედრია;დღეს სიყვარული ზეცას მიწისთვისგუბეებშიც კი გაუმხელია.შევჩერდეთ წუთით, მაინც წინ წავაჩვენი სიცოცხლის ლურჯი დინება,ბონდის ხიდივით დაქნეულ წამწამსშენკენ მოვყვები და მეღიმება.თვალებში ვიჭერთ ცოცხალ კალმახებს,მდელოზე ისევ გავშალეთ სუფრა,უერთმანეთოდ თუ რამე ვნახეთ,დროა, დავსხდეთ და ერთმანეთს ვუთხრათ.