პოეზია · ლირიკა
*** "ის ლამაზი მიხვრა-მოხვრა"
ის ლამაზი მიხვრა-მოხვრასიბერეში დაგრჩა ოხრად,ახლა შენი გულიც ოხრავს,როცა წელში გიჭირს მოხრა.უკვე არსად არ გელიან,ეგ სოფელიც დაგელია,ის მშვენება წარსულია,შენგან უკვე წასულია...რატომ დარჩი ასე მარტო,ერთდროს ტურფა ტუზის კარტო?!