↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეშლილის ტირადა

რუსიაშვილი ლია

2001-08-126 წთ საკითხავი177 ნახვა

—
როცა დღეები წამართვეს ვალში და კვამლისფერიწუხდა ჭაობი, როცა დავიწყესამოთხის ვაშლით და დავასრულეარარაობით, როცა ხანდახან სცივათ ყვავილებსდა ჩამოგვყვირი, მზეო, შავფეროდა გვეზარება მკვდარ სინამდვილესჩვენი ოხერი სული ჩავბეროთ! როცავაცების გამოჩნდა ჯოგი და დააფეთამუქი სიშორე, მაშინ ვისწავლე სხვათაარცოდნა და ჩემი მმ-ე-ე-ე-ც მაშინვიპოვე; ნება მომეცით, ცარიელ თავშირომ წაგითაქოთ ისე, უბრალოდ... თქვენლაქია ხართ ცისფერი ფრაკით, მეც ლაქიავარ, ოღონდ უფრაკოდ!წაშლილია ყოფნისწერტილი და მძიმე,თუკი ძალა შეგწევს,მშვიდად დაიძინე!აღარ გათრობს ეშხიუუნათლეს სხივთა.ჩრდილს როდემდე ებრძვისაკუთარს და სხვისას!ჰოდა, აქვე, ახლოღრუბელთაა ჩერო...დროა, უცნობ ნაცნობს _სიკვდილს მოეფერო.როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...დიდი ხანია, ჩემს არსებაში რომ დავატარებჩემსავე სასჯელს; ეჰ, რა აზრიაქვს, წამები ვთვალო, გარდამეცვალნენსუნთქვის იები! მე მგონი, უკვე დროა,მოძღვარო, აღსარების და მონანიების...უწმინდესი სიზმარიუკანასკნელ მაისის.ნაზი, როგორც რიჟრაჟი,მშვიდი, როგორც დაისი.მზისკენ გაფრინდებიანნისლის ფარშევანგები,მე რომ მომაგონდები...შენ რო დაგენანები...აჰ, არა, არა, არ ვარგა ასე! მე, გენიოსივაცი, თეთრწვერა, ვმღერ ძველ სიმღერას,ისიც ძველ ხმაზე! ალბათ სჯობდა,რო ასე მემღერა:მივალ და ვეღარ მიპოვი,ზამთრისპირს დაგენანები!მოგაყივლებენ სიშორისყვითელი ფარშევანგები.გაიპარება ყველა მზედა მიღმა დაევანება,ეჰ, სიყვარული მე და შენნეტა რად გვექცა წამებად!როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...დიდი ხანია, ჩემს არსებაში რო დავატარებჩემსავე სასჯელს! ააწრიალებსწუხილი სიზმრებს, ჟამი თუ ღელავსმთვარის ავსების... შენც დაბერდები, არშეგეშინდეს და ყრუ სინანულს დაემსგავსები.იტყვი, რას ვიზამ, ზმანება მორჩადა ქარიშხლები ჩადგა ცდუნების!რა იქნებოდა, არ დამკარგვოდა ნისლშინაპოვნი სალამურები...შემეყარა მთვარის ქალიდა ქარები გარეკა;დაისისკენ მიიჩქარისმწუხრისფერი კარეტა.მომდევს ჟამი უვალებოდა ეული ცის კიდე.გარდასულის მქრქალი ექოდა უცნობი სიმშვიდე.უწმინდესო შუქი ფერთასიზმარეულ თენების,მაინც რატო შემეფეთარემა ცისფერ ცხენების?შემოდგომა ჩუმად მიდის,ჰე, მიუშვით სადავე!დიდო ზარო, მოლოდინის,როგორ ჩამომაღამე...როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...დიდი ხანია, ჩემს არსებაში რო დავატარებჩემსავე სასჯელს! ნება მიბოძეთ,ცარიელ თავში რომ წაგითაქოთ ისე,უბრალოდ... თქვენ ლაქია ხართ ცისფერიფრაკით, მეც ლაქია ვარ, ოღონდუფრაკოდ! ეჰ, დამავიწყდა, ვაცთა მეფეცვარ და არ მაშფოთებს ჟამთა სიყრუე.ვდევნი სიმართლეს _ მახინჯ სეფექალსდა ტახტს ვთავაზობ ლამაზსიცრუეს!..შენ მახსენდები მ-მედა გადატეხილ წნორს.და ლოცულობდა მზეშორს, უსასრულოდ შორს.არსაითაა ხსნადა მწუხრის ქარი ქრის.და შეაწუხებს ცასფითრი ფოთოლთა თვის.ათბობს სიმღერა სხვაჩემს გაციებულ `მეს~.და უერთდება ხმაცად მიმოფანტულ ხმებს.ჰე, სიყვარულის ცხელი ზედაშე მათრობდადა მეც ვკვდებოდი უცბად. არარაისგანქმნიდა ყველაფერს მარადიულიდუღილის სუნთქვა. ახლა სამყარო დაქვრივდაისევ, ახლა რუხი და შავიამარტო და მეც ფეხების ფრატუნით მივდევმინინგიტიან წარსულს და აწმყოს.არარას ვნანობ, რაც არი, არი... იარებსმაინც ვერრა უშველეს!.. და ვაცთამეფის ელამი თვალი მისჩერებია ამაყწუმპეებს...ირხევა ექოთა ქაოსშიდამარხულ ვარდების ყვირილი.და თვალის კუთხესთან ნაოჭიმიგყვება უცაბედ ჩრდილივით.ეჰ, თუნდაც დასაწყისს გისჯიდე,დასასრულს სად დაემალები?!და მოდის სნეული სიმშვიდე _საღამო, ტენიან თვალებით.ჰაერში იმღერებს წყლის მტვერი,შეკრთები აკლდამამისჯილიდა მოგაგონდება ქვისფერიშენივე სხეულის სიკვდილი.გაშინებს ღამეთა მორევიდა შველას არსაით არ ელი!ცივია სურვილთა შორეთიდა ჩლუნგი სიმთვრალე ჰაერის...ვეღარ გავიგე, რატო მოვედით: ის _ორისა და ორის სხვაობა! მე _ არამზადაუსათნოესი! თქვენ _ დიდებულიარარაობა! რაო? რა ბრძანეთ? მე ვილანძღები?..ხომ არ გაგიჟდით, ჩემობატონო?.. რა იქნა ჩემი თოვლის შანდლები?ჩამომიდნება, აქ რო დავტოვო!..დამტრიალებენ ძველი სიზმრები,დავიწყებული ირწევა ხიდი, სიცოცხლესის-ის იყო ვიწყებდი და ამიტომაცმიყვარდა იგი. მერე დამღალეს მუნჯმაროლებმა და მაწუხებდა წრეთა სიმრავლე.არარსებულის გამოგონება და არსებულისზიზღი ვისწავლე! აწ წარსულისკენარ ვიყურები და თვალს ვარიდებნაცნობ სიფათებს... ნუთუ ვერ ხვდებით,თქვენი ყურები პატივცემულ წვერსრო აწიწმატებს?! დამტრიალებენ ძველისიზმრები, დავიწყებული ირწევა ხიდი.სიცოცხლეს ის-ის იყო ვიწყებდი დაამიტომაც მიყვარდა იგი.იქ მარტოოდენ არიხმა და ნიღბები ჭრელი.შლიაპა კვამლიანიდა ალბომების მტვერი.და დაეშვება ფარდა...და ვიღაც მერე იტყვის,რომ მე მიყვარდი, რადგანტანჯული იყავ სხვისთვის.არარა ჩანდა, გარდამოგონებების შრეთა.და უშენობას ჰგავდაფერისცვალობის რეკა.მალე ზამთარი მოვა,აგატირებენ ვალნი...ო, შეიწირე ჟრჟოლაუკანასკნელი სალმის!საიდუმლონი გაგანდეთ ქარში, სველ სახურავისკიდეზე მდგარმა... ჰე, მოცოცავენთეთრი ხალათნი და არარა ჩანსჩაჩების გარდა. ჩვენ ვართ ხეები დაწყლის ვარდები და გვიბრძანებენ უეცრადხმები: გახმითო, დროა გარდაცვალების!და ჩვენც რას ვიზამთ, მორჩილადვხმებით. მააშ! ვხმებით, ვხმებით,ვხმებით, ჰე, ვხმებით! თეთრო ხალათნო,ვერ გამაცოფებთ!.. მე პაროლს მივცემ...გამიშვით ხელი!.. და დაგახლიანმთვარიდან თოფებს! დედაო მიწავ,თუმცა გიცნობდი _ მაინც მიყვარდაყოფნის შავეთი. ო, მაპატიე, როარ ვიცოდი, რატო მოველ და რატოწავედი! ვერ დამეწევით, თეთრო ხალა-თნო, ვაცი ვიყავ და ვაცი ვარ აქაც. მეჩემს ვაცობას არა ვღალატობ, თუმცა...თუმც ყველამ მე მიღალატა! სკუპ...ნუ აბღავლდით, სხვა-სხვაა! მე-მე! დავერ ვიბღავლებ, ბატონო, სხვაებრ! სკუპ...მე მივფრინავ... ჩაჩებიც ფრენენ...ჰაერი, ღმერთო... ჰაერი... ჰაე...

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი