↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხსოვნას

ტარყაშვილი ნინო

2010-08-121 წთ საკითხავი323 ნახვა

—
ვაი, დედა, სიწითლეშეეპარა მზესაო,ცხრა ვაჟკაცი მოგიკლეს,ცუდ დღე დაგიდგესაო.ცხრა შავი ნაბდის ქუდისისხლში მოსვარესაო,ცხრა შავი ჩოხის კალთასისხლში გახუნდესაო.ცხრავე წყვილი მხარ-მკლავისულ უძრავად ძევსაო,მზემ ცხრა თვალი დახუჭა,დღე მთლად დაღამდესაო,ცხრა მდინარე, ცხრა წყაროერთად ატირდესაო,ცხრა მთა, მდელო, ცხრა ქედიერთად იგლოვდესაო.მათი ცხრა ანგელოზიეაჯება ღმერთსაო,ცხრა ძმის სული აცხოვნე,ნათელ დაადგესაო.ცხრა ძმის ნაჭერსა დროშასდა მაღლა ასწევსაო,ვაი, დედა, სიწითლემოემატა მზესაო,ცხრა ძმას დაი მოუკლეს,მთანი აბღავლდესაო._ დაო, შენც ჩვენთან მოხველ,აქ გვიმშვენებ გვერდსაო,_ დედა რატომ დატოვე,რად უჩივის ბედსაო?არა, ბედს არ უჩივის,მხოლოდ გული კვნესსაო,დროშა იპყრო ხელში რომლაშქარს წინ უძღვესაო,ვაი, მზე სულ გაწითლდა,დედა დაგვიჭრესაო!_ შვილნო, მეც თქვენთან მოვალ,ვაი, დედის მზესაო,ია-ვარდი აყვავდეს,ღამე გადღევდესაო,ისეთ ნანას ვიმღერებთ,არ სმენოდეს ბევრსაო.

ტარყაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი