↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძვირფასო

ლაბარტყავა გიგა

2010-08-121 წთ საკითხავი581 ნახვა

—
ჩემო ძვირფასო, სად გამირბი?!რად მეურჩები?!გულით მწადია უსასრულო ტრფობა გაჩუქო,მომანდე შენი სანუკვარიმარწყვის ტუჩები,რომ უწრფელესი,ცხელი კოცნით დაგასაჩუქრო!რატომ უხეშობ?! რისთვის მებრძვი?!რამ გაგაცივა?!ნუთუ გგონია,გულისძახილს რისხვით მოცდები,მერწმუნე, ავი სიკაპასე მაინც გაგცვივა,და სამუდამოდ გულით _გულზე შემიხორცდები!კიდეც რომ მომკლა,მრისხანების თეთრო ალმასო,მე საიქიოს მომსახურე აღარ გავხდები,სხეულს მივაგდებ უდარდელად ჩემო ლამაზო,და ჩემი სულით შენს სხეულში ჩაგისახლდები!მაინც იქნება ტრფიალება ჩვენი დაცული,რადგან შეიგრძნობ შინაგანადვნებებს მალულებს,როს მიწიერი უხეშობით გადაქანცული,ჩვენი სულები შენს სხეულში ისიყვარულებს!დამნებდი ტურფავ, ნუ გამირბი, ნუ მეურჩები,გავუბათ გულებს უწმინდესი გულის ძაფები,მაჩუქე შენი სანუკვარი მარწყვის ტუჩებიდა უწრფელესი უკვდავებით დაგეწაფები!!!

ლაბარტყავა გიგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი