პოეზია · ლირიკა
ფსიქიკა
სუსტი ფსიქიკა ჰქონდა.მის სახლს ყაჩაღი შეეჩვია,ცნობიერებიდან მოსტაცა ადამიანი -სამყარო.სიბნელიდან უთვალავი ვარსკვლავი დაჰყურებდა.ადამიანები თვალებს ხუჭავდნენ,იგი კი იდგა,წამწამებს უთვალთვალებდა,ნაძვის ხის სათამაშოებივით რომ აესხათ სიზმრები.ვიღაცამ უთხრა:წადი, ღმერთს თხოვე, არ დაიძინოს...იგი კი სიზმრებს მიეყრდნო,კოსმოსს შეეხო -მიტოვებული ფსიქიკის სითბოსდა დრო შეიგრძნო...გაიწკრიალეს ნაძვის ხეებმა,გაახილა ყველამ თვალებიდა სამყარო მიებჯინა გამჭვირვალე სათამაშოებს,როგორც ყაჩაღის ალესილი სუსტი დანები.