↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ლექსად მინდა აგიღწერო ეს ყოფა

ყუბანეიშვილი კოტე

2010-08-122 წთ საკითხავი1436 ნახვა

—
ლექსად მინდა აგიღწერო ეს ყოფასურათი რომ დაიხატოს ნათელიდა თუ ნიჭი პოეზიის მეყოფავცადო დავახასიათო ქართველითანაც რადგან მჯერა არ ვარ უვიცითუკი ვიტყვი გაბედულად სიმართლესმითუმეტეს რა ფორმით ვთქვა თუ ვიციბევრ საკითხებს მჯერა მოვფენ სინათლესსაქართველო არის გამონაკლისიძველი როგორც ვაზის წნული გოდორიარაბების ბუდე გახდა პანკისიიბომბება ჰაერიდან კოდორისახელმწიფო სათავესთან მიმჯდრებიქვეყნის იღბალს განაგებენ მდიდრებიდა საცოდავ არაფრის მქონ ღარიბებსუწესებენ საარსებო ტარიფებსვინც პატრონობს უზარმაზარ ქარხანასთუმც ამდენ ფულს არც კი იცის რა უყოსის არა სცნობს მეგობარს და ამხანაგსდა არ უნდა ვინმეს ლუკმა გაუყოსგასაჭირის დრო დაუდგათ დღეს მასებსსახლში სტუმარს ვეღარ ეპატიჟებისაგიჟეთშიც ვერ უხდიან ხელფასებსდა ქუჩაში გამოყარეს გიჟებიმინისტრებიც ვეღარაფრით გამოძღნენდა ქვეყანა ასეთ ლაფში ჩაძირესიმდენს ხედავ ნაირ-ნაირ ნაძირლებსვერც მიხვდები რა სოროდან გამოძვრნენმეცნიერი აქ ჭამს უნდა ნახო რასხელოვანიც ჭირში ცხოვრობს მაგარშიირგვლივ რამდენს დაინახავ მათხოვარსურცხვად როგორ იქექება ნაგავშითან ისეთი ღმერთმა მოგვცა მთა-ბარირომ ჩვენ შრომით მოყვანილი ნაყოფიიმდენია ირგვლივ სათოხნ-საბარიიქნებოდა ყველასათვის სამყოფიჩვენ კი ჭირი შეგვეყარა რაღაცაანუ წოლა მხართეძოზე გვახარებსდა ცხოვრებამ ისე გაგვაზარმაცაველოდებით ან დავეძებთ დამხმარებსვერიდებით ვიშრომოთ და ვიწვალოთსახლში აბა მუქთად ვინ რას მოგვიტანსოცნებაში მხოლოდ ფული ვითვალოთკიდევ კარგი ღმერთი ამდენს რომ გვიტანსდა არ დასვა ჩვენზე უკვე წერტილიორ ზღვას შუა ვყევართ გამოკეტილი

ყუბანეიშვილი კოტე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი