პოეზია · ლირიკა
* * * ვიჩქაროთ (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ვიჩქაროთმაგიდა ღარიბული მოვრთოთპომიდორებით ალისფრებით,ოხრახუშით ხუჭუჭათი და კამით,
ნივრით,წიწაკით სურნელოვანით და ხახვით,ხორკლიანი კიტრებითდა ნაჭრებით საზამთროსი. - დაე ზეთმა,
ვით ქარვამმზისა, თვალთა წინაშე აღიბრწყინოსდამაბრმავებლად. - შავიდროა დავჭრათ პური, მარილი წმინდა
არ დავზოგოთ,სამარილე გამოვდგათ მთელი. -ვაზის ნაჟურით სავსებოთლი ხელს რას შეგვიშლის! - რა საამოა
გემრიელადდარწყულება და დანაყრება! -შემოდგომას, კარზე მომდგარს,ღვთის წყალობით არაფრისგზით, არაფრისგზით
არ დავნებდებით. -ღმერთს ყოვლისშემქნელსანცი მეტრფენიდანამდვილებით ურჩევნია პირქუშ მოძულეთ.