პოეზია · ლირიკა
* * * საკუთარი თავის მოხვეჭა (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)
საკუთარი თავის მოხვეჭა - წაგება.საკუთარი თავის დაკარგვა - სიხარული.საკუთარი თავის შეცნობა - უსაშველო აგონია.საკუთარ თავთან ჭიდილი - ხელმეორედ დაბადება.მეხსიერება - თვითმკვლელობა.უვიცობა - წვნიანი ხილი.საკუთარი თავის ჭვრეტა - სიძულვილი.საკუთარი თავის სმენა - დაყრუება.ყოფიერება - არჩევანის მარადიული მარცხი,ჩენა - ხსნა.საკუთარი თავის მგვანება - სნეულება...ჭეშმარიტი სახის სამასი თავის ქალა...დარჩი შესაძლებლობის საზღვრებში.იყავ სხვა შენთვის.საკუთარი თავის გაგება - საკანი.საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა - მსუყე საუზმე.საკუთარი თავის პოვნა - მკვლელობა.საკუთარი თავის ცოდნა - ჯოჯოხეთი.საკუთარი თავის წარმოდგენა - სამოთხე.