პოეზია · ლირიკა
ლუდის სმისას (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
მე მას შევხვდი ლუდის ბარში, და მანმითხრა: "მე ხშირად ვიხსენებდეიდა სალის ბოსტონიდან: კბილებსარასდროს იხეხავდა, არასდროს ხმარობდაბიგუდებს და დანებს და ჩანგლებს. ერთხელ კი სამი კატა მიაბასაუთოვე მაგიდაზე,ენები წააჭრა,მოხარშა ძმარში,დაუმატა მაიონეზიდა შეჭამა.შემდეგ მატარებლით გაემგზავრა ტრენტონისკენდა მისთხოვდა ბებერ ბანკირს, რომელიც თევზს ჰგავდა.ის ტაძარში არ დადიოდა".- "არ მატყუებ?" - შევეკითხე. - "არა, არ გატყუებ".- "და მან შეჭამა სამივე კატა?"- "არა," - მიპასუხა, - "მაინც ვერ გამიგე;მან შეჭამა მხოლოდ ენები".