პოეზია · ლირიკა
მოქაჩე თოკი და თოჯინა ამოძრავდება (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
ყველას უნდა ესმოდეს,რომ ყველაფერი შეიძლება გაქრეს,კატა, ქალი, სამსახური,წინა საბურავი,საწოლი, კედელი, ოთახი.ყველაფერი, რაც ასე აუცილებელია,სიყვარულის ჩათვლით,დგას ნაყარ მიწაზედა ნებისმიერ მიზეზს -სულერთია, რამდენად განუზოგადებელს -ვთქვათ, ახალგაზრდა კაცის სიკვდილს სადღაც, ჰონკონგში,ან ქარიშხალს ომაჰამაში,შეუძლია დააჩქაროს თქვენი დაღუპვა:რაც მსხვრევადია თქვენს გარშემო, ყველაფერი ჩამოილეწადა აფეთქდა სამზარეულოს იატაკზე -მეგობარი გოგო შემორბის,თქვენ კი დგახართ, მთვრალი, ნამსხვრევებში,ის შემოგკივით: რა ხდება? რა ხდება?თქვენ კი ჩურჩულებთ: არ ვიცი,არ ვიცი...