↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩემი სამყარო (მთარგმნელი: ნინო სვანიძე)

გუმილიოვი ნიკოლაი

2011-08-121 წთ საკითხავი265 ნახვა

—
ჩემი სამყარო, მღელვარე და ახირებული,თავს არაერთხელ გაგახსენებს, ასე მგონია,რადგან სიმღერა, ცეცხლის ალით გახურებული,უტყუარია, სხვაგან არსად გამიგონია.
თუმც ამ სამყაროს გულის კარი შენ დაუხურე,აღარ ინდომე, გეცოტავა, ანდა გებევრა,ალბათ ღმერთისგან სხვა მე არა დავიმსახურე,იქნებ ლექსებიც უკეთესად უნდა მეწერა.
მაგრამ ვიცი, რომ ქედმოხრილი ამ მოგონებით,ღონემიხდილი, მოკრძალებით იტყვი, გაბედავ:"მომაჯადოვე შენი ჩუმი მშვენიერებით,უცხო სამყაროს მოუქნელო უბრალოებავ".

გუმილიოვი ნიკოლაი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი