პოეზია · ლირიკა
ევრიდიკე (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)
რად მოიხედე,რომ ჯოჯოხეთი არ გამხდარიყო კვლავ უდაბურიჩემი გაძურწვით?
რად მოიხედე,რაღად შემავლე მზერა წამისად?
რად გამაბრუნე-ვისაც შემეძლო მესეირნა ცოცხალ სულებთანდედამიწაზე?ვისაც შემეძლო თვლემა ცოცხალ ყვავილებს შორის.
შენმა ამგვარმა ამპარტავნობამ,და ულმობლობამგამხვეწა უკან,სადაც დამპალი სირსველები იღვენთებიან,მკვდარ ნაცარებთან, დახავსებულ იფანებს შორის.
სახეზე რაღად გადამესახაშენი სახიდან მომწყდარი შუქიდა შენი მზერა?
რაღა შენიშნე ჩემს სახეზე-შუქი, შენივე სახის აჩრდილი,ცეცხლი, შენივე საკუთარი არსებობისა?