პოეზია · ლირიკა
* * * და აი მესიზმრა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
და აი მესიზმრა: გული არ მაწუხებსარც არის ის უკვე გულიციდა ხომალდია პატარა ქოხიაორსახა ტყის ხმათა გუნდშიის თეთრი ქაფია დამფრთხალი ჭურჭლის დაის არის სხმარტალა თევზიმდინარე-ლენტაა გრძელი და მთრთოლვარეჯადო დაჩამქრალი ტვინი
და აი მესიზმრა: რომ შენ ხარ ამქვეყნადსულ ყველას ნათქვამი "შენ"არაა ენაში არც "ქალი" არც "კაცი"მით უფროარ არის "მე"რომ სხვა რეალობა ფარდაა მხოლოდ დაკაბიდან გავდივარ ვით შავი ხვრელიდანდა ირგვლივ ყველგან ხარ შენრომ უკიდეგანო ველი ხარ და თურმეწიგნიც ხარ ასევე შენ
და აი მესიზმრა რომ გული შუქიათვალისმომჭრელი და ალხისასოწარკვეთამდე გლუვი დარომ ყველას შეუნდეს და ჩემი ხალხიარის ერთმორწმუნენათელი და თეთრი სისხლით ნათესავი მკვიდრიდა რომ ჩვენთანაა სიკვდილიც და მხოლოდარ არის ძრწოლა და შიში