პოეზია · ლირიკა
ასპარეზობაში გამარჯვებული (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ისინი, ვისაც უნახავს შენი თამაში ზღვასთან,ს ი რ ი ნ ო ზ ს გიწოდებენ...შენ, ასპარეზობაში გამარჯვებული,ჩემს უსიხარულო ცხოვრებაში, ისე -ვით მკრთალ ეკრანზე,ხან გამოჩნდები, ხან ისევ გაჰქრები უცებ.და მაინც,როცა გაღიმებული გვერდით ჩამივლი ხოლმედა თვალს ამარიდებ, -მე ვგრძნობ:ჩვენ ძაფი გვაერთებს, თუმცა წვრილი,მაგრამ მაგარი ძაფი...ბევრი მეგობარი - ქალი თუ ვაჟი - გახვევია გარს,როცა შენ სასეირნოდ გამოდიხარ.ახალგაზრდები,თქვენ იკრიბებით კაფეშიდა მხიარულობთ... და მხოლოდ ერთხელშენს სახეს მწუხარების ღრუბელმა გადაუარადა შენი ბაგე დუმილმა გადარაზა:დედაშენის აჩრდილი დაგიდგა მაშინ თვალწინ.აჩრდილი, რომელმაც დააქორწინა შენი განთიადიჩემი ცხოვრების შეღამების ჟამთან.