პოეზია · ლირიკა
ქინძისთავით მიმაგრებული თვალები (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
რამდენი შრომა უწევს სიკვდილს.არავინ იცის, როგორი გრძელიდა დამღლელი დღეები აქვს, ახალგაზრდაცოლი სახლში მარტოადა აუთოვებს სიკვდილის საცვლებს,მშვენიერი ქალიშვილებიამზადებენ სიკვდილის ვახშამს,მეზობლები სხედან ეზოშიდა მთელი დღე კარტს თამაშობენან სხედან კიბის საფეხურებზედა ლუდს წრუპავენ. ხოლო სიკვდილიქალაქის მათთვის უცნობ ნაწილშიდაძრწის, ყველა კართან აყურადებსდა ეძებს ვინმეს, ვინც ბოლო დროს ცუდად ახველებს.
ან გზა აებნა, ან შეცდომით დაიმახსოვრამისამართი. სიკვდილსაც კი არ შეუძლიაშეაღოს კარი, თუკი ჯვარი არ აქვს დასმულიგანგებისგან. წინ კი ღამეა.ქარიანი და გრძელი ღამე. წვიმაც მატულობსდა მას გაზეთიც კი არა აქვს, რომ წაიფაროს;ძილმორეული, მილასლასებს შორი სახლისკენ,თუმც შეუძლია ნებისმიერ საწოლში მიწვეს,სიკვდილს ხომ ყველა საწოლი იტევს.