↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განშორება (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

სლოვაცკი იულიუშ

2012-08-121 წთ საკითხავი186 ნახვა

—
დავშორდით, მაგრამ, ჩემო ძვირფასო,კვლავ ძველებურად ხარ ახლობელი,ახლაც არ მიჭირს, რომ გავიაზრორასა იქმ, ანდა სად იმყოფები.
მე ვიცი, როდის იღვიძებ, დგები,ხარობ თუ სწუხხარ მიუსაფარი.ჩვენს შორის თეთრი კაეშნის მტრედიდაფრენს და მოაქვს შენი ამბავი!
და თუმცა ჩემი ვერ გწვდება თვალი,ძალმიძს გიხილო ბაღში გავლილი,როდესაც მკერდზე დაიბნევ ყვავილსდა თვითხარ, როგორც თეთრი ყვავილი!..
შენ კი, ძვირფასო, რაც უნდა სცადო,ვერ წარმოიდგენ იმ უღრან ტყეებს,სადაც მე ლურჯი ტბის პირას ვსახლობდა შენზე ფიქრში ვატარებ დღეებს.
ვერ დაინახავ კუნაპეტ ცაზეშორს მოციმციმე ობოლ მარგალიტს,ყოველ ღამით რომ სიამით მავსებს,რამეთუ ჰქვია "შენი ვარსკვლავი!"
მშვიდობით, ჩემო! დავშორდით მარად,უიმედობის გვფარავს უკუნიდა შეყვარებულ ბულბულთა მსგავსადერთმანეთს ვუხმობთ გულდათუთქულნი.
ლემანის ტბის პირას, 20 ივლისი,1835 წელი

სლოვაცკი იულიუშ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი