პოეზია · ლირიკა
ჯო დასენი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ჯო დასენი შედიოდა ყველა სახლში,დიასახლისებს ეცეკვებოდა,გადაქანცულ მამაკაცებს უხსნიდა, რომკვლავ დადგება ოქროს ხანა იქ,შანზელიზეზე.ის იცვამდა თეთრ შარვალს და თეთრ ფეხსაცმელს დაგაღეღილ პერანგს,გამოდიოდა დილით ადრე ბინიდან და გვიან ღამემდეუკან, სახლში არ ბრუნდებოდა, ხოლო ზოგჯერრამდენიმე დღით იკარგებოდა.ის მღეროდა, მღეროდა და ყველაფერს ნელათავის ადგილას აბრუნებდა, ყველაფერს, რაც გადახრილიყოდა გადმონგრევა ემუქრებოდა. იგი ფაფუკ კაშნეებშიდა თავშლებში ახვევდა ქალთა გულების მსგავსმძგერავ სხეულებს. და განუწყვეტლივ წმენდდა ის მტვერსპლანეტის ყველა რადიოლას. შესვენებებზე,ძალიან მოკლე შესვენებებზე, მიფრინავდა ლაჟვარდოვან სანაპიროზე,და ლეოპარდისტყავიანი საცურაო ტრუსებით ლაღად შერბოდა ზღვაში,მერე სასწრაფოდ ტანს იმშრალებდა, ეწეოდა სიგარეტს დაპირად თვითმფრინავს აჩქარებული ნაბიჯებით ეშურებოდა,თან იმეორებდა, ბუტბუტებდა პირველ სტრიქონებს,რაც საყოველთაო პატიების საფუძველი ხდებოდა ხოლმე.ხოლო ქალები და კაცები რადიოლებს, ტელევიზორებს,რადიომიმღებებს რთავდნენ ხოლმე, და ის ყველგან საჭირო იყო.და მისი სიკვდილი კაციშვილმა არ მიიღო სერიოზულად.„იმღერე, იმღერე!" - ეუბნებოდნენ და ის, ნელი,ხუჭუჭთმიანი, ბაკენბარდებით, ეშურებოდა ადამიანებს,საიქიოდან ეშურებოდა, და თხოვდა, თხოვდა:„დააბრუნე შენი გული თავის ადგილას,დააბრუნე, და არ გატეხო".