პოეზია · ლირიკა
* * * მე ყოველ დილით მივდივარ ბაღში (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)
მე ყოველ დილით მივდივარ ბაღშიდა თან მიმყვება ამალა დარდის.
კვირტივით ვიგლეჯ თმენის საყელოს,მოუთმენლობის ცრემლები დამდის.
ვუხმობ და ვიკრებ სათუო ფიქრებს,რამე ამბავი მამცნობოს იქნებ
მიწიდან ახლად ამოსულ ვარდმა -მიწაში ახლად ჩასული ვარდის.