↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შენ ცისკარი ხარ (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)

ჰაფეზი

2012-08-121 წთ საკითხავი254 ნახვა

—
შენ ცისკარი ხარ, მე - მიმქრალი სანთლის მუდარა,მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა.
სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.
სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმაზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.
ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ ჩამოუქროლოს,შემოგეხვევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი