პოეზია · ლირიკა
* * * არც ადგილი მახსოვს არც საკუთარი თავი (მთარგმნელი: ნიკა ჯორჯანელი)
არც ადგილი მახსოვს არც საკუთარი თავიშესაძლოა ეს იყო ნავსადგურის ეკლესია ან რაღაცასატრანსპორტო კანტორა
კარჭაპი გადისსასაზღვრო მდინარეზე, მე სიყვარულისთვის ყველაფერიგამომიკლია: გაუია, რომლის წყალშიაც მოგზაურობს სისხლის წვეთიღვიძლის კიბო და ციროზი, კრიალა აბსტრაქტული ლითოგრაფიებიგვერდზე გაელვებულ ლატვიურ ეკლესიებში, ქალიშვილებიშუბლზე შეჭრილი თმით რადიო ცათამბჯენებიშერეული ტექნიკა, სხვადასხვა ტექსტურისავადმყოფური აქცენტირება
ქილა შპროტი, რომლის ჭამასაცდღეს ვაპირებ, გაზეთშია გახვეული
ისევ ვხედავ ეკლესიას...... ჩემს გარდაცვლილ მეგობარსვხედავ ფანჯრიდან სკამს გემბანზე... მამაჩემს...საოპერაციოებს, რომლებშიც მღერის ძვლების მჭრელი ხერხი...შენ რომ აქ ყოფილიყავი...... ტაძარი იქნებოდი...ჭანჭიკები ფამფალებს... ჩემი საკუთარი თავისხატად გაგხდიდი... ტაძარი იქნებოდი