↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არეული მარტი

ლაშხია ნიკა

2009-09-121 წთ საკითხავი594 ნახვა

—
გაოცების ნაფეხურზე კრთებაჩემი შუქის მომთაბარე ბნელი.ფანჯრის მიღმა სიო როა, შენ ხარ.ნაკვერჩხალზე გამიგრილდა ხელი.მოდი, ჩარჩოს გავუმაგროთ კიდე,ამ სახლს დარჩეს სამახსოვრო ფოტო,რომ ძუძუთი ანგელოზებს ზრდიდე,როგორ მინდა, თმახუჭუჭა გოგოვ!ბედით ერთხანს უსიამოს ვგავდი,შიშით მკლავდა საარსებო წყარო.მეც მიყვარდა არეული მარტი,მაგ თვალებით შესაყვარო ქალო.დამიმარცვლე განშორება ჩვენი,დამავიწყე, რაც აქამდე მღლიდა.ახლა სადღაც იძირება გემი,მე ამ გემის გადარჩენა მინდა.

ლაშხია ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი