პოეზია · ლირიკა
ცოტა რამ ჩემზე
გავჩნდი მაშინ, როცა მთვარეც ომში იყო,მაშინ მზესაც ხელში თოფი გაეჩარა,ნეტა მოშლილიყოყველა იარაღი,ეხლა ის დრო არის,ყველა თვალები გაქვს ჯიბეს მიკერილი,ყველა იძაბება ისე უსაფუძვლოდ.შერჩათ წლებისწინა ფარსი მითებივით,მკვდარი ქუჩებიდან მინდა გადავფურცლოჩემი ბავშვობა და ახლაც ისეთი ვარ . . .როგორც პირველკლასელს ჩქარი მაჯისცემამექცა ჩვეულებად. თურმე ვის რა ჭირადუნდა გრძნობები და გულს ვინ გაღირსებდა.ხომ ვთქვი, ასე არის, მოგყიდიან გულებს,სულსაც შეგიხვევენ ხორცში, სასაჩუქრედ.მე კი გასაქცევად ლექსი მოვიხურე,ლექსში ვემალები `ეშმა – ჩასახულებს”.ასე გავიზარდე... მქონდა ფუფუნებაარცთუ შესაჩვევი... დღეს კი იდილია,მძიმე რუდუნებითწლები ისე მიაქვსმზიდავ ქარავანებსუკვე გავასწარი. ჰოდა ჯერჯერობითვხდები თვრამეტის და (ისე ოცდახუთის),წლები გადავყარე როგორც ჩენჩოები,დროა მეეზოვე, მე კი ომნახული,მაგ დროს ვეტოლები,როგორც ეტოლება მამას პაწაწინა...ჰოდა ამას ვამბობ, უკვე გავიზარდე,ღმერთი წასასვლელადსცენარს გამიმზადებს.